6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.48%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.98%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.42%-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 351, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 84
იმერეთი – 68
აჭარა – 61
შიდა ქართლი – 41
ქვემო ქართლი – 22
კახეთი – 18
მცხეთა-მთიანეთი – 20
გურია – 14
სამცხე-ჯავახეთი – 4
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 6232 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 3957 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 1984 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 954, აჭარაში - 304, იმერეთში - 323.
- 291 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
დღეისთვის 352 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 63 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, 10 468 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 285 645-ს. აქედან 275 547 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3840 პირი ემსხვერპლა.