23 მარტს სოფელ ონჭევში 3, ხოლო 13 მარტს 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
რაჭა სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია და ბევრი მიწისძვრა ხდება. სწორედ ამიტომ, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ეწინააღმდეგებიან რაჭა-ლეჩხუმში დიდი, კაშხლოვანი ჰესების მშენებლობას.
ყველაზე მძლავრი მიწისძვრა რაჭაში 1991 წლის 29 აპრილს, 09:12 საათზე მოხდა - სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრში კი, რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში ინტენსივობა 9 ბალს აღწევდა. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდა იყო.