weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ენგურში დამხრჩვალი გალელების ოჯახებს უსამძიმრებს

14:34 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამძიმარს უცხადებს აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან, ენგურში დამხრჩვალი მოქალაქეების ოჯახებს.

უწყების განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურით გადმოსვლას.

„პირველ რიგში, ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. საოკუპაციო ხაზი უკვე მრავალი წელია ხელოვნურად აშორებს გამყოფი ბარიკადების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, რამაც წარსულშიც, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საუბედუროდ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ჩვენი მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას და რაც უკვე სამართლებრივად აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ“, – აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

უწყების ინფორმაციით, განაგრძობენ ინტენსიურ ძალისხმევას, რათა დასრულდეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები და უსაფრთხო გარემო, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფალი გადაადგილების უფლება.

დღეს, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეოთხე ადამიანის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ნახეს, არ დადასტურდა.

დაღუპულთაგან სამი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩედანაა, ერთი კი ოქუმიდან. რუსი ე.წ. მესაზღვრეებისგან მალულად, ენგურის გავლით ზუგდიდში გადასვლას ცოლ-ქმარი, ახალგაზრდა ქალი და ასაკოვანი მამაკაცი ცდილობდნენ. ისინი სავარაუდოდ ადიდებულმა წყალმა წაიღო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დაკეტილი იყო. 11 თებერვალს გადასასვლელი გაიხსნა, თუმცა ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის ხუთდღიანი კარანტინის გავლაა სავალდებულო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]