ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ ვებპორტალზე მოქალაქეებს, ჯგუფის განურჩევლად, საშუალება ექნებათ, აირჩიონ ის ვაქცინები, რომლებიც უახლოეს მომავალში საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი და რომლებიც მსოფლიოში გამოიყენება.
„ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა გადავწყვიტოთ, შემდეგ რომელი ვაქცინები შემოვიტანოთ ქვეყანაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სარეგისტრაციო პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე გამოქვეყნდება.
ამ ეტაპზე საქართველოში ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – „ასტრაზენეკა“,„ფაიზერი“ და „სინოფარმი“, თუმცა აცრა მხოლოდ პირველი ორი ვაქცინით მიმდინარეობს.