მარტის ბოლოდან ეს სერვისი ბანკომატებზე აღარ არის ხელმისაწვდომი, 15 აპრილიდან კი ბანკის ფილიალებშიც გაუქმდება.
„პენსია ჩარიცხვამდე“ სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ სახელმწიფო პენსიის და სხვა სოციალური გასაცემლის მიმღებ პირებს (გარდა დევნილთა და სოციალური შემწეობისა) ასაკის მიუხედავად, რომელთა ყოველთვიური პენსია/სოციალური გასაცემელი განისაზღვრება 45 ლარიდან 300 ლარამდე მოცულობით. სერვისის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ პენსიის ჩარიცხვამდე, ყოველი თვის 1-დან 13 რიცხვის ჩათვლით.
მოქალაქეებს პენსიის წინასწარ აღება შეეძლოთ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში/სერვის ცენტრებში, ბანკის მოძრავი მომსახურების ერთეულებში და ბანკომატებზე.