weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქორწილის, იუბილის და ქელეხისთვის ფართის დათმობაზე 2000-დან 10 000 ლარამდე ჯარიმა დაწესდა

15:08 ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021
ფოტოზე - გიორგი ღიბრაძე ფოტოზე - გიორგი ღიბრაძე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლელება, რომლითაც, სოციალური და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა აიკრძალა.

„იკრძალება ფართის გადაცემა/დათმობა სასყიდლით, ან უსასყოდლოდ, სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით, როგორიცაა ქელეხი, იუბილე, ქორწილი და ა.შ. ფართის მფლობელი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე შესაბამის სამსახურებს“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნის დარღვევა, შესაბამისი სამსახურები უფლებამოსილი არიან დროებით შეზღუდონ ობიექტზე გარეშე პირთა შესვლა. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულებელყოფა დაუშვებელია.

რაც შეეხება, ღონისძიების გამართვის შემთხვევაში პასუხიმგებლობის საკითხს, პასუხისმგებლობა ღონისძიების ჩამტარებელს ეკისრება. 

„მფლობელის პასუხისმგებლობა გაწერილია იმ დონეზე, რომ ის ვალდებულია გააგებინოს დამქირავებელს, რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარება არ შეიძლება. არსებული დადგენილებით, პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევს, ვინც ღონისძიებას ჩაატარებს. ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარია“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (ქორწილი, იუბილე, ქელეხი და ა.შ.)

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]