weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ 55 წლამდე მოქალაქეებს აღარ აცრიან

15:26 ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საქართველოში მხოლოდ 55 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შესაძლო გვერდით მოვლენებზე ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი დასკვნაა.

„ექსპერტების კომიტეტმა, ორივე ორგანიზაციაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე.

თუმცა, მათ აღიარეს შესაძლო კავშირი თრომბოზულ გართულებასა და „ასტრაზენეკას“ შორის. უიშვიათესია ეს გართულება. დღემდე არსებული სტატისტიკა მიუთითებს, რომ შესაძლობლობა არის 4 შემთხვევა მილიონ მოსახლეზე.

ეს არის ბრიტანეთის მონაცემი, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ ყურადღების გამახვილება ამ ტიპის გართულებაზე. ამ მონაცემზე დაყრდნობით, რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინაციის პროცესის ფარგლებში „ასტრაზენეკას“ გამოყენების შეჩერების თაობაზე გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში. მაგალითად, დანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში „ასტრაზენეკას“ გამოყენება გაგრძელდება 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში, საფრანგეთში – 55 წელს ზემოთ მოსახლეობაში, შვედეთში – 65 წლის ზემოთ მოსახლეობაში, ესპანეთში – 65 წლის ზემოთ მოსახლეობაში, თუმცა, ესენციურ ჯგუფებში, სადაც რისკი მაღალია, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლოა გაგრძელდეს „ასტრაზენეკას“ გამოყენება.

დღეს ექსპერტების საბჭომ, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში - იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობიდან ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით (ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები).

ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის შემდგომი გაფართოვება, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში აღარ მოხდება.

რაც შეეხება 55 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომელთაც უკვე გაიკეთეს „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა, თამარ გაბუნიას თქმით, მეორე აცრასთან დაკავშირებით რაიმე ცვლილების რეკომენდაცია არ არსებობს: „ამდენად, მას, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა პირველი დოზა, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა, როდესაც ვადა მოუწევს“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებითი დოზები ქვეყანაში ისევ შემოვა, რადგან 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი „საკმაოდ ფართოა“ და ის დოზები, რომელიც დღეს გვაქვს ძალიან მცირეა.

„ხანდაზმულებში საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს „ასტრაზენეკას“. რა თქმა უნდა, შემოვა. მოწოდება გაგრძელდება ჩვეულებრივ“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტიდან კი ვაქცინაცია დაიწყო. აცრების მესამე დღეს პირველი სერიოზული გართულება დაფიქსირდა – ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრის შემდეგ გაუარესდა და ქალი კომაში ჩავარდა. ის ვაქცინაციიდან დაახლოებით 24 საათში გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. მეგი ბაქრაძის საქმეს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო. ჯერჯერობით ცნობილი არ არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ექთნის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ანაფილაქსიური შოკი განიხილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]