"ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მათ ცეცხლის ლოკალიზება დაახლოებით ერთი საათის წინ დაასრულეს. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა", - უთხრა "რეგინფოს" ლაგოდეხის გამგებელმა.
ლაგოდეხის რაიონში ხანძარი 7 აგვისტოსაც იყო. მაშინ სოფელ შეერთებაში ოთხ ჰექტრამდე ტერიტორია, ძირითადად ბუჩქნარი დაიწვა.