weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საწარმოო ტრავმიდან 32 წლის შემდეგ ელექტრომონტიორმა სახელმწიფო კომპანიას 17 280 ლარი მოუგო

02:07 პარასკევი, 09 აპრილი 2021

სასამართლომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 1989 წელს დაშავებული ელექტრომონტიორისთვის 17 280 ლარის გადახდა დააკისრა. დამატებით, კომპანიამ დაზარალებულს ყოველთვიურად 550 ლარი უნდა გადაუხადოს საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

დაზარალებულის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტები იცავდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, 1989 წელს, საწარმოო ტრავმის მიღების შემდეგ ელექტრომონტიორს დაენიშნა ყოველთვიური ანაზღაურება, რაც თვეში 60 ლარს შეადგენდა. წლების განმავლობაში, ყოველთვიური ანაზღაურების გადაანგარიშება არ ხდებოდა ელექტრომონტიორის პოზიციაზე ამჟამინდელი ანაზღაურების შესაბამისად.

საია-ს ინფორმაციით, დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა როგორც მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, ასევე, ყოველთვიური სარჩოს შესაბამისი გადაანგარიშება. 

„თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა დაზარალებულის სასარგებლოდ გადაწყდა. მოპასუხე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ დაზარალებულის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს – 17 280 ლარის გადახდა დაეკისრა. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა დაზარალებულის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, მისთვის ყოველთვიურად გაზრდილი ოდენობით სარჩოს – 550 ლარის გადახდა“, – აცხადებს საია.

კომპანიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეცვალა და ის კანონიერ ძალაში შევიდა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქციათა 100% სახელმწიფოს საკუთრებაა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის/რეაბილიტაციის მმართველის, უჩა უჩანეიშვილის ხელფასმა 2019 წელს, ამ თანამდებობაზე, 212 520 ლარი შეადგინა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]