weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

სოფელ რიონში ძმების მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაიწვა

10:32 პარასკევი, 09 აპრილი 2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, გვიან ღამით, ერთ-ერთი ადგილობრივის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა უთხრა, სახლში ის მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნათესავი ძმების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ძმების მკვლელობის შემდეგ იქ არავინ ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შსს-ში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებული არავინაა. 

29 წლის ღ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 4 აპრილს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს - 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]