weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმა უკიდურესი პოლარიზაციის გაგრძელებაა – არხის დირექტორი

15:04 პარასკევი, 09 აპრილი 2021

„ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ ტელეკომპანიის თანამშრომლებზე თავდასხმის ორ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, თავდასხმის ერთი შემთხვევა კომენდანტის საათის დროს, დილის 3 საათზე მოხდა.

„ჩვენი მძღოლის, არჩილო ტიბუნაშვილის მანქანაზე, რომელზეც არის „ფორმულას“ ლოგოები და „ფორმულას“ მიკროფონის ღრუბელი, განხორციელდა ვანდალური აქტი. ჩამსხვრეულია შუშები, რაც მიუთითებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. მანქანიდან არაფერია ამოღებული. მანქანა არის დაზიანებული და ეს ხდებოდა კომენდანტის საათის დროს. მეორე ფაქტი ასევე უკავშირდება, „ფორმულას“ მძღოლს, რომელიც ნაცემია. მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მან მთხოვა, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სახელი არ დამესახელებინა“, – განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.

არხის წარმომადგენლების ინფორმაციით, მეორე მძღოლზე თავდამსხმელები იყენებდნენ ისეთ ტერმინებსა და სიტყვებს, რომლებიც მიანიშნებენ, რომ თავდასხმა მძღოლის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. „ფორმულას“ ხელმძღვანელობა ძალადობის ფაქტების გამოძიებას და თავდამსხმელების იდენტიფიცირებას ითხოვს.

„სამწუხაროა ის, რომ ეს ყველაფერი გრძელდება მას შემდეგ, რაც ჩვენს ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე განხორციელდა თავდასხმა. ეს გაგრძელებაა ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და ძალადობრივი ფონის, რომელიც ჩვენი აზრით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ უპასუხისმგებლო რიტორიკას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას, მათ დეპუტატებს და ხელმძღვანელობას. მათ მიერ ტირაჟირებული სიძულვილის ენა ყველა ასეთი პრობლემის გამომწვევი მიზეზია“, – განაცხადა „ფორმულას“ დირექტორმა.

ზუკა გუმბარიძემ სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს სთხოვა, დაინტერესდნენ მედიაზე გახშირებული ძალადობის ფაქტებით და ჩაერიონ, რათა „ქვეყანაში ეს პროცესები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და მედიაგარემო იყოს უსაფრთხო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სოფელ გამარჯვებაში, ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლის ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. რაც შეეხება მეორე  მძღოლზე თავდასხმას, შსს-ში განმარტავენ, რომ ამის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და სამართლებრივ რეაგირებას ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]