„ღმერთი სიყვარულია - ამაზე ყველა კონფესია შეთანხმდა. აქ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
დღეს, ევროპის მოედანზე, გია გაჩეჩალიძის ინიციატივით აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა მსვლელობით ჯერ საპატრიარქოსთან, შემდეგ კი „დედა ენის“ ბაღში გადაინაცვლეს. გაჩეჩილაძის თქმით, აქციის მიზანია „საქართველოს მარადისობის, ანუ ხალხის მარადისობის დღის“ დაფუძნება.
„წელიწადში ერთხელ, ამ დღეს, შესაძლებელი იქნება, რომ ხალხი გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი აზრი, მიმართოს ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც იმ დროს იქნება, გინდა პროტესტით, გინდა მადლობით, მაგრამ ერთი დღე უნდა იყოს ხალხის და ეს დღეს იქნება 9 აპრილი. ხალხი აფუძნებს ამ დღეს ხელის მოწერით“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.