weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

უქმე დღეების შემოღება მობილობის დაგდების ერთ-ერთი მეთოდია – გამყრელიძე

10:24 შაბათი, 10 აპრილი 2021

მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ საყოველთაო არდადეგები მობილობის შემცირების ერთ-ერთი მეთოდი და შესაბამიასად, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეჩერების ბერკეტია.

„გახსოვთ, ეგრეთ წოდებული საყოველთაო არდადეგები, უქმე დღეები შემოვიღეთ იანვრის დასაწყისში, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევრიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან წავიდა დამშვიდებისკენ, მაგრამ იანვრის დასაწყისში და იანვარშიც გვქონდა ინფექციის გავრცელების სერიოზული ინტენსივობა.

ეს არის ერთ-ერთი მეთოდი მობილობის დაგდების. ზოგადად, მობილობის დაგდება გახლავთ გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტი. ამიტომ სხვა გამაფრთხილებელ ღინისძიებასთან ერთად (რჩება კომენდანტის საათი, შაბათ-კვირას რესტორნების მუშაობის შეჩერება), ერთ-ერთი ასეთი წინადადება იყო აღდგომის შემდეგ ყოფილიყო არდადეგები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე – რომელ ობიექტებს შეეძლებათ ფუნქციონირება 4-11 მაისის პერიოდში, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ამას საკოორდინაციო საბჭო გამოაცხადებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეები იქნება. ამასთან, მობილობის შემცირების მიზნით, საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა. ნარჩუნდება კვების ობიექტებთან დაკავშირებით დღეს მოქმედი რეგულაციები, კერძოდ, ისინი შაბათ-კვირას მუშაობას ვერ განაახლებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]