weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

9 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

10:54 შაბათი, 10 აპრილი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 წლის გოგონას მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

9 აპრილს Facebook-ის დახურულ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 წლის ბავშვზე 45 წლის, მრავალჯერ ნასამართლევმა მამაკაცმა იძალადა და გოგონა იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხვდა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბავშვი მოძალადისგან გარბოდა და 30 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა. საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ პაციენტს დაზიანებები სავარაუდოდ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად აქვს მიღებული.

„ბავშვის მდგომარეობა შემოსვლისთანავე არ იყო მძიმე. მიუხედავად ამისა, ტრავმის მექანიზმიდან და შესაძლო რისკებიდან გამომდინარე ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, როგორც ტომოგრაფიული, ასევე ულტრასონოგრაფიული კვლევები. დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს იაშვილის კლინიკის ექიმი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]