weather cur horoscope tv
მაისი 09, 2021

საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევაა, აქედან 240 – თბილისში

13:08 შაბათი, 10 აპრილი 2021 hits 185

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 25 751 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1.96%-ია, ბოლო 14 დღის – 2.16%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.49%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან თბილისში 240-ია, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 76

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 66

იმერეთი – 43

ქვემო ქართლი - 33

შიდა ქართლი – 13

გურია – 13

კახეთი – 13

მცხეთა-მთიანეთი – 4

სამცხე-ჯავახეთი – 3

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 285 ინფიცირებული და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 7083 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 4592 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 2190 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 074, აჭარაში - 331, იმერეთში - 334;
  • 301 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

370 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 76 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 287 689 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 276 711 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3869 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]