„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკებში არიან მოთავსებულები. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძეს განცხადებით, შესაძლოა სამ დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.