დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.85%-ია, ბოლო 14 დღის – 2.26%, ხოლო ბოლო 7 დღის –2.50 %.
707 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 408, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 71
აჭარა – 61
იმერეთი – 47
გურია – 26
კახეთი – 26
ქვემო ქართლი – 22
შიდა ქართლი – 22
მცხეთა-მთიანეთი – 20
სამცხე-ჯავახეთი – 2
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 7190 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 4583 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 2298 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1115, აჭარაში - 352, იმერეთში - 338;
- 309 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
380 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 72 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
დღეს, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, 12 463 კი თვითიზოლაციაშია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 288 396 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 277 303 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3877 ადამიანი.