დაშავებულები თავდაპირველად სენაკის კლინიკა „არქიმედეში“ მოათავსეს, თუმცა შემდეგ ქუთაისში, შესაბამისი პროფილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკა „უნიქალ მედის“ დირექტორის, შოთა მარუაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია.
საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სავარაუდოდ დღეს გაწერენ.