weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიცია სოფელ ნამოხვანში ჰესის მოწინააღმდეგეთა კარვებს შლის 

17:26 კვირა, 11 აპრილი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

სამართალდამცველები რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მიერ გაშლილ კარავებს შლიან. პარალელურად, პოლიცია ნამოხვანში არ უშვებს საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს, მათ შორის, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლებს, ვარლამ გოლეთიანს, მარიტა მუსელიანს და მირზა ნოზაძეს.  

გოლეთიანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს - მოახდინოს პოლიციის მობილიზება, ნამოხვანიდან დაკითხვის საბაბით გამოიყვანოს აქტივისტები და კარვები დაშალოს. ამასთან, ნამოხვანში მყოფები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა იქ არაყი და ლუდი მიიტანეს იმის საჩვენებლად, თითქოს, კარვების ტერიტორიაზე ალკოჰოლს იღებდნენ.  

მანამდე კარვების დაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ კარვებს მდინარე რიონის ადიდების გამო იღებენ. აქტივისტების მტკიცებით, რიონი არასდროს ადიდებულა იმ ადგილზე, სადაც კარავებია დადგმული. 

„სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]