weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიციამ ნამოხვანში არყის ბოთლები დააწყო, თითქოს იქ აქტივისტები სვამდნენ – გოლეთიანი

18:37 კვირა, 11 აპრილი 2021

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, სამართალდამცველებმა სოფელ ნამოხვანში, ჰესის მოწინააღმდეგეთა კარვების დაშლის დროს არყისა და ლუდის ბოთლები მიიტანეს, იმის წარმოსაჩენად, თითქოს კარვების ტერიტორიაზე ალკოჰოლს იღებდნენ და მდინარე რიონში აქციის ერთ-ერთი მონაწილის გადახტომაც ამას უკავშირდება.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ნამოხვანში მყოფმა პოლიციელებმა კარგად იციან, რომ კარვებში ალკოჰოლს არავინ მოიხმარდა. 

ყველა დაადასტურებს, რომ არანაირი დასალევი იქ არ იყო. გამოკრული გვქონდა ქაღალდები, სადაც ეწერა, რომ დალევა იკრძალება და მკაცრად ვაკონტროლებდით ამ ყველაფერს. ახლა დააწყეს არყის, ღვინის ბოთლები იმისთვის, რომ თქვან, თითქოს, ნიკა ანთიძე იყო ნასვამი. ამით შეურაცხყოფას აყენებენ მის ოჯახს და თითოეულ ჩვენგანს. სპეკულირებენ ამ ტრაგიკული ფაქტით“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

აქტივისტები ითხოვენ, ალკოტესტი ჩაუტარდეს ყველას, ვინც კარვებში იმყოფებოდა. 

დაახლოებით ერთი საათის წინ, სამართალდამცველებმა სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მიერ გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს და აქტივისტების ხეობიდან გაყვანას აპირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კარვების აღების საჭიროებას მდინარე რიონის ადიდებით ხსნის. როგორც უწყება აცხადებს, წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია მისი განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

„შსს-მ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ“, – აცხადებს შსს. 

პარალელურად, პოლიცია სოფელ ნამოხვანის მიმართულებით არ ატარებს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და ჟურნალისტებს. თავად ვარლამ გოლეთიანიც სოფელ გუმათში იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]