weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნამოხვანთან რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება – გარემოს ეროვნული სააგენტო 

19:22 კვირა, 11 აპრილი 2021
არქივის ფოტო არქივის ფოტო

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება.

მდინარის კალაპოტში წყლის დონის მატების საბაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშროლებმა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მიერ გაშლილი კარვები დაშალა.  

„საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მივიღეთ გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელი და ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ რიონის ადიდება მხოლოდ კარვების დაშლის საბაბია და არ ემსახურება აქტივისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 

„ბოლო დაახლოებით 70 წელია, მდინარე არ ადიდებულა იმ ნიშნულზე, რომ წაეღო რაიმე, მით უმეტეს, ახლა ყველა ვხედავთ, რომ განსაკუთრებული სტიქიური მოვლენა არ ხდება ხეობაში და არანაირი ადიდებული რიონი არ არის. ამიტომ, ეს არის უსუსური საბაბი იმისთვის, რომ დაშალონ კარავი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

პოლიციას გზა სოფელ გუმათთან აქვს გადაკეტილი და რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანისკენ არ ატარებს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]