weather cur horoscope tv
მაისი 09, 2021

რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართება 

19:45 კვირა, 11 აპრილი 2021 hits 263
ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

პოლიციის მიერ სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარვების დაშლის შემდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და მოთხოვნით - „შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია“, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის, „მწვანეები“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ არიან. 

„მივმართავთ ყველას, ვინც ადევნებს თვალს იმ მძიმე და უსამართლო სურათს, რაც ახლა რიონის ხეობაში ხდება: მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინაღმდეგობას.

შსს იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა ადგილობრივების თქმით, უშუალოდ კარვების ადგილზე არ არსებობს ეს საფრთხე ახლა; უდგამს ალკოჰოლით სავსე ჭიქებს კარვების დაშლისას მაგიდებზე გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ დაზაფრულ ხალხს, რომელსაც კარვების ტერიტორიაზე აკრძალული აქვს შინაგანაწესით ალკოჰოლის შეტანა.

მთავრობა ვერ გაიტანს ამ ბინძურ განზრახვას ხალხის წინააღმდეგ - ის ვერ შეაჩერებს ამ სამართლიან, სახალხო, ისტორიულ ბრძოლას! მოგიწოდებთ ყველას, ვინც ხვალ ვერ მოახერხებს გუმათში წასვლას, 16:00 საათზე შევიკრიბოთ მთავრობის კანცელარიასთან რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და მოვითხოვოთ: შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია! ბრძოლას ვერ შეაჩერებთ!“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]