„ბორჯომში უნიკალური ტყე იწვის. თიბისი ჯგუფის და კომპანია ბორჯომის საერთო გადაწყვეტილებით, ამ მძიმე მომენტში ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას. გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას და რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ, რათა ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამ ინიციატივას კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ შეუერთდა.
20 აგვისტოს, ბორჯომის ხეობის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე არ არის ჩამქრალი. წინასწარი ინფორმაციით, ბორჯომში 12 ჰექტარია დამწვარი.