weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12:09 ორშაბათი, 12 აპრილი 2021

ბოლო 24 საათში ჩატარებული 13 685 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.62%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის მაჩვენებელია 2.3%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.51%.

359 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 202, ხოლო რეგიონებში შემდეგი მონაცემებია:

აჭარა – 46

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 40

იმერეთი – 19

ქვემო ქართლი – 14

შიდა ქართლი – 14

გურია – 9

მცხეთა-მთიანეთი – 7

კახეთი – 5

სამცხე-ჯავახეთი – 2

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 526 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 7017 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 4300 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 2422 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1181, აჭარაში - 374, იმერეთში - 356;
  • 295 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

380 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 188 ადამიანი, ხოლო 12 794 თვითიზოლაციაშია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 288 755 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 277 829 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3883 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]