weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

შეწყდეს არაკონსტიტუციური ქმედებები და ადამიანებს მიეცეთ პროტესტის საშუალება – საია

13:09 ორშაბათი, 12 აპრილი 2021
ფოტოზე - ნიკა სიმონიშვილი ფოტოზე - ნიკა სიმონიშვილი

„გუშინდელმა ფაქტებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სახელმწიფოს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკა იმ პროტესტის წინააღმდეგ, რომელიც ნამოხვანში მიმდინარეობს, ეს არის რეპრესიების პოლიტიკა“, – განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საიას თავმჯდომარის შეფასებით, გაუგებარია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მიერ გაშლილი კარვების დაშლის თაობაზე.

„იყო გაჟღერებული რაღაც გაუგებარი, ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები. თუ ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ რიონი თითქოს დიდდებოდა, მაშინ შეგვიძლია დავსვათ სამართლიანი კითხვები - რიონი თუ დაწეულია უკვე, მაშინ რატომ აღარ ეძლევათ ამ ადამიანებს იქ დაბრუნების საშუალება და რატომ არ გამოუყო სამინისტრომ ალტერნაიტული ადგილი აქციის მონაწილეებს იმისთვის, რომ მათ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტი იქ განეხორციელებინათ. აქ არის ერთადერთი პასუხი - ის, რომ გადაკეტეს რიონის ხეობა და არცერთი მხრიდან არ ეძლევათ მოსახლეობას და აქტივისტებს საშუალება, რომ იქ შევიდნენ და თავიანთი პროტესტი გამოხატონ“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციის შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც მიუთითებდნენ, რომ კარვებში აქციის მონაწილეები ალკოჰოლს მოიხმარდნენ. იურისტის შეფასებით, ეს მითითება გაუგებარია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ალკოჰოლის მიღება უკანონო ქმედებას არ წარმოადგენს და „არც ყოფილა ასეთი ფაქტები“.

„გაუგებარია, რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რატომ არ ეძლევათ იმ ადამიანებს იმის საშუალება, რომ განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებები.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ის ჩარევები, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს, ყველაფერი მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ, უბრალოდ, ეს ადამიანები იქ არ ყოფილიყვნენ და სამუშაოები ხელისუფლებისთვის მისაღებ ფორმაში გაგრძელებულიყო.

თუ რიონის ადიდება პრობლემა იყო და თუ ის ვიღაცას საფრთხეს უქმნიდა, მაშინ დავსვათ კითხვა - მუშებს არ უქმნიდა საფრთხეს, რომლებიც იქ სამუშაოებს აგრძელებენ? რა თქმა უნდა, ამაზე პასუხსაც ვერ მივიღებთ. ამდენად, ის ძალიან ცუდი ტყუილები, რომლებსაც ხელისუფლება გვთავაზობს და ცდილობს მოსახლეობას დააჯეროს, თითქოს იქ არიან ცუდი ადმაინები, რაღაც ცუდ მიზანს ემსახურება მათი პროტესტი.

ხელისუფლების მხრიდან ეს ჩარევები არის არაკონსტიტუციური და გაუმართლებელი. ამიტომ ვთხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ, რომ ეს ქმდებები შეწყვიტოს, მიეცეთ ამ ადამიანებს პროტესტის საშუალება იქ, სადაც იყვნენ და დაბრუნდეს პროცესები ნორმალურ რეჟიმში“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

გუშინ, სოფელ ნამოხვანში სამართალდამცველებმა დაშალეს კარვები, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ათევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდება და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საფრთხე დაასახელა, თუმცა აქტივისტები აცხადებენ, რომ მდინარე კარვებს საფრთხეს არ შეუქმნიდა. ნამახვანჰესის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ შსს-მ მდინარის შესაძლო ადიდება ნამოხვანიდან მათი გამოძევების საბაბად გამოიყენა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ღამე სოფელ გუმათში გაათიეს და ისინი ამ დრომდე იქ რჩებიან. მათი მოთხოვნაა, რომ სოფელ ნამოხვანში შესვლის და მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება მიეცეთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]