weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუმათში აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

16:37 ორშაბათი, 12 აპრილი 2021

სოფელ გუმათში მიმდინარე აქციაზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტებმა და მათმა ხარდამჭერებმა სცადეს გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც მათ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალ გზას უკეტავს. მანამდე აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს მიმართეს, მათთვის გადაადგილების უფლება მიეცათ.

პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა უკან დაიხიეს.

„პოლიცია არ ინდობს არც ქალებს და არც ბავშვებს, ვინც ამ პროტესტში მშვიდობიანად მონაწილეობს. ჩვენ განწყობილი ვართ ისე, რომ არავისთან უნდა შევიდეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში და როდესაც ვნახეთ, რომ ისინი არ ინდობდნენ ბავშვებს, დავიხიეთ უკან. აქ რომ ვინმე იყოს მოტივირებული პოლიციაზე ძალადობისთვის, ამას ჩვენ ხომ ვერ შევაჩერებდით? ხომ ყველა შეჩერდა? უკან დაიხია ამ ხალხმა.

ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად სამართლიანია, ხოლო ქმედება - კონსტრუქციული, ყველა პასუხისმგებლობით ეკიდება ამ პროტესტს, არავინ არაფერს აზიანებს. ამიტომ ვითხოვთ, რომ გაგვიშვან, ნუ აქვთ ბლოკირებული მთელი ხეობა“,
განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ განმარტებას, რატომ, რომელი კანონის საფუძველზე ეკრძალებათ რიონის ხეობაში შესვლა და სოფელ ნამოხვანში მშვიდობიანი აქციის გაგრძელება.

„აქ ყოველდღიურად იქნება აცები, გზა იქნება გადაკეტილი იქამდე, ვიდრე არ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი ვაწარმოოთ“, – თქვა გოლეთიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]