weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ დავუშვებთ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს – შსს

16:54 ორშაბათი, 12 აპრილი 2021
ფოტო © Any Giorgadze / Facebook ფოტო © Any Giorgadze / Facebook

შინაგან საქმეთა სამინისტროს სოფელ გუმათში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს“.

როგორც შსს აცხადებს, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები რიონის ხეობაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები.

„უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს“, – აცხადებს შსს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია მას შემდეგ გამართეს, რაც გუშინ პოლიციამ დაშალა მათ მიერ სოფელ ნამოხვანში გაშლილი კარვები, მათ კი პროტესტის ადგილი დაატოვებინა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ნამოხვანში შესვლის და იქ, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეთ.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]