weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი მარგველაშვილი ბორჯომში ჩავიდა

11:54 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ჩავიდა, სადაც საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრო და ვითარებას ადგილზე გაეცნო. მარგველაშვილის განცხადებით, სოფელ დაბასთან სიტუაცია თავიდან ბოლომდე კონტროლდება.

„ფაქტობრივად ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას კიდევ ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამ რთულ მომენტში ჩვენთვის იმედის მომცემია ის, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს: სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. დიდი მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, რომელიც ოპერატიულად გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტთან ერთად ბორჯომში უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილიც იმყოფება.

სოფელ დაბასთან 20 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე აქრობენ.  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენიც ჩაერთო. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელება შეჩერებულია. კვლავ რჩება ხანძრის რამდენიმე კერა, თუმცა წუხელ ახალი კერები აღარ გაჩენილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]