weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თიბისიმ თვითდასაქმებულებისთვის სესხის მიღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

17:03 ორშაბათი, 12 აპრილი 2021

თიბისი თვითდასაქმებულ პირებს სესხის მიღების შესაძლებლობას გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. „სესხი შენთვის“ ფარგლებში თვითდასაქმებული პირი ავსებს განაცხადს ვებ-გვერდზე - www.tbccredit.ge, რის შემდეგაც  მას ბანკის თანამშრომელი ვიდეო ზარით საქმიანობის დასადასტურებლად უკავშირდება. შესაბამისად, სესხის მიღება რამდენიმე წუთში სახლიდან გაუსვლელად, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი.

თვითდასაქმებულ პირებზე მორგებული გამარტივებული სესხის შესახებ კითხვებს, თიბისის საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი, გიორგი სალია პასუხობს.

- რას გულისხმობს ახალი პროდუქტი- სესხი შენთვის?

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და დაუზოგავს დროს. სესხი შენთვის ზუსტად ასეთი პროდუქტია, რომელიც სპეციალურად თვითდასაქმებული ადამიანების საჭიროებებს მოვარგეთ. პროდუქტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც მცირე ზომის სესხის საჭიროება აქვს და მისი მიღება გამარტივებული პროცესით სურს.

- რატომ გადაწყვიტა თიბისიმ მომხმარებლისთვის ამ პროდუქტის შეთავაზება?

მას შემდეგ, რაც გავაანალიზეთ დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების საჭიროებები და ბაზრის ზომა, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ისეთი დიდი სექტორისთვის, როგორიც თვითდასაქმებული ადამიანები არიან, სესხის ხელმისაწვდომობა საკმარისად მარტივი არ არის. შესაბამისად, გუნდმა იმუშავა, იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად გაგვემარტივებინა, რათა თვითდასაქმებულ ადამიანებს პირადი მიზნებისთვის თუ ბიზნესსაჭიროებებისთვის სესხის აღება შეძლებოდათ.

- რას გულისხმობს სესხის აღების გაუმჯობესებული და გამარტივებული პირობები?

გამარტივებული პირობები, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია მოითხოვოს სესხის დამტკიცება. აქამდე, თუ ბანკის წარმომადგენელი მომხმარებელთან ფოტოდასურათების მიზნით მიდიოდა, ახლა შესაძლებელია ვიდეოზარით მომხმარებელთან პროფესიის და ფინანსური მდგომარების დასადასტურებლად დაკავშირება და სესხის გამარტივებული პროცესით, ონლაინ დამტკიცება. თუმცა, მას ვისაც არ აქვს სურვილი ვიდეოზარით გაიაროს ეს ეტაპი, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს ბანკის თანამშრომელის ადგილზე მომსახურების სერვისით, რაც გულისხმობს იმას, რომ თიბისის წარმომადგენლები მას სამუშაო გარემოში ესტუმრებიან. 

- კონკრეტულად, ვის მოიაზრებთ თვითდასაქმებულ ადამიანებში? რა პროფესიის თუ ხელობის ადამიანებს შეუძლიათ სარგებლობა?

აღნიშნული სესხით სარგებლობა შეუძლია დაახლოებით 50-მდე პროფესიის თუ ხელობის ადამიანს, სია საკმაოდ ვრცელია და აერთიანებს ისეთ საქმიანობებს, როგორებიცაა - მშენებლობის ზედამხვედველი, ხელოსანი, გარემოვაჭრე, ძიძა, ტაქსის მძღოლი, რეპეტიტორი, კოსმეტოლოგი, სტილისტი და ა.შ. ჩამონათვალის სრულად ნახვა მომხმარებელს www.tbccredit.ge -ზე შეუძლია , სადაც აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს სესხი და დააფიქსიროს განაცხადი.

- რა ლიმიტის თანხის მიღება შეუძლიათ მომხმარებლებს და რა პროცენტში? რა მიზნობრიობითაა ამ სესხის გამოყენების შესაძლებლობა?

სესხის საპროცენტო განაკვეთი სტანდარტულია და იწყება 12.5%-დან, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 16.5%-დან. გამარტივებული სესხით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მიზნისთვის, მაქსიმალური ლიმიტი - 15 000 ლარია და მისი ოდენობა განსაზღვრულია პროფესიების მიხედვით. თუმცა, თუ მომხმარებელს უფრო დიდი მოცულობის სესხის აღება სურს, შეუძლია ფილიალში მივიდეს, სადაც ბანკის წარმომადგენელი დეტალურად შეისწავლის მის შემოსავლებს და გადაწყდება გაიცემა თუ არა დიდი მოცულობის სესხი კონკრეტულ მომხმარებელზე.

- რა ეტაპები უნდა გაიაროს მომხმარებელმა ამ პროდუქტით სარგებლობისთვის?

მომხმარებელს შეუძლია სამი სხვადასხვა არხით სარგებლობა. პირველი- მას შეუძლია შევიდეს www.tbccredit.ge -ზე დადისტანციურად დააფიქსიროს თავისი განაცხადი. მეორე- დარეკოს თიბისის სატელეფონო ცენტრში -032 2 27 27 27,სადაც კონსულტანტი გაესაუბრება და დაუფიქსირებს განაცხადს და მესამე- მივიდეს ფილიალში. განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, როდესაც სესხი დამტკიცდება, ბანკის თანამშრომელი თვითდასაქმებულს დაუკავშირდება ვიდეო ზარით, დაადასტურებს მის საქმიანობას და მოხდება სესხის გაცემა.

- როგორ ფიქრობთ, როგორ გაუმარტივებს ახალი პროდუქტი ადამიანებს ცხოვრებას და რამდენად დიდი იქნება დაინტერესება სიახლის მიმართ?

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში თვითდასაქმებული ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდია, დარწმუნებულები ვართ, რომ დაინტერესება პროდუქტის მიმართ სულ უფრო მზარდი იქნება. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და მათთვის საუკეთესო ციფრული სერვისების და პროდუქტების შეთავაზება, რასაც ეს პროდუქტი, ვფიქრობ, ზუსტად პასუხობს.

„სესხი შენთვის“ სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებ-გვერდს www.tbccredit.ge, ან დაუკავშირდეს თიბისის სატელეფონო ცენტრს - 2 27 27 27.

 

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]