weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეკოლოგებმა მიხედონ თავიანთ საქმეს, სპეციალისტებს მივანდოთ ენერგოუსაფრთხოება – ლომინაძე

17:58 ორშაბათი, 12 აპრილი 2021

როდესაც ეკოლოგები საუბრობენ ხოლმე ენერგოუსაფრთხოებაზე, მოდით, ძველ ქართულ გამოთქმას მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს. მოდით, სპეციალისტებს მივანდოთ ენერგოუსაფრთხოება, მივანდოთ პოლიტიკურ სუვერენიტეტზე ზრუნვა და ნამდვილად მინდა, რომ ეკოლოგებმა მიხედონ თავიანთ საქმეს“, – ამის შესახებ ნამახვანჰესის პროექტის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ლომინაძემ სპეკულაცია უწოდა განცხადებებს ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ.

„ძალიან მარტივად გიპასუხებთ, ისევ და ისევ ვუბრუნდები იმას, რომ პური უნდა აცხოს მეპურემ. როდესაც საუბარია ამ პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობასა და ტარიფებზე, მე შემიძლია ვუპასუხო. ზოგადად ერთი რამ მინდა ამ ხალხმა იცოდეს, რომ დღეს, ელექტროენერგიის იმპორტი პიკურ საათებში, ანუ იმ დროს როდესაც მოხმარება ყველაზე მაღალია, საღამოს 8-დან 10-საათამდე, ჩვენი ქვეყანა ყიდულობს ენერგიას 9-დან 10-ცენტამდე, შესაბამისად, დღეს

ამ პროექტით გათვალისწინებული 6.2 ცენტი, საწყისი ტარიფი, მე მგონი, მნიშვნელოვნად დაბალია და აქაც სპეკულირებს მეორე მხარე. ვგულისხმობ, რომ 9 ცენტი, 10 ცენტი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე 6.2 ცენტი, ელემენტარული არითმეტიკის ამბავია.

დროთა განმავლობაში, როგორ ფიქრობთ, საბაზრო ფასი ელექტროენერგიაზე არ გაიზრდება?“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

მან ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდა, ნამახვანჰესის მიმართ პოლიტიკური ტემპერატურა შეამცირონ და „რეალურად მოისმინონ პასუხები“.

ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ (ყოფილი EMC) გაანალიზა. ორგანიზაციის დასკვნით, ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია. ამასთან, ხელშეკრულებით, 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს, რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანჰესი საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]