weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

საქართველოში COVID-19–ის 1374 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:21 სამშაბათი, 13 აპრილი 2021

საქართველოში, ბოლო 24 საათში გაკეთებული 37 524 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1374 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.66%-ია, ბოლო 14 დღის – 2.46%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.58 %.

ინფიცირების 1374 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 756, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 161

აჭარა – 116

იმერეთი – 97

შიდა ქართლი – 80

ქვემო ქართლი – 61

კახეთი – 40

მცხეთა-მთიანეთი – 30

გურია – 15

სამცხე-ჯავახეთი – 10

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეისთვის ქვეყანაში ინფიცირების 7958 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 5190 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • 2445 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 206, აჭარაში - 379, იმერეთში - 352;
  • 323 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 400 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 290 129 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 251 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3894 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]