„დღეს პირველი ნახტომი გვაქვს – იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში. შესაძლებელია, ეს დაკავშირებულია... ამას ჩვენ, ზოგადად, „ორშაბათის სინდრომს“ ვეძახით, რადგან შაბათ-კვირის გარკვეული რაოდენობების, დილას დაგროვილი ორშაბათის 24 საათის რეპორტინგი ხდება ხოლმე სამშაბათს. ეს მაინც ძალიან საყურადღებოა და პირდაპირ გეტყვით – საგანგაშოა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გუშინ 37 524 ტესტი ჩატარდა, რაც ტესტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობაა.
„1374 ახალი შემთხვევაა. დადებითობის მაჩვენებელი ერთი დღის, ანუ გუშინდელი რიცხვის, ავიდა 3.66%-ზე. 4% გარკვეული ზღვარი გვაქვს და როცა 4%-ის ქვემოთ ცილდება და ეს დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება, ერთი-ორი კვირა, მაშინ ვსაუბრობთ ხოლმე გარკვეულ შემსუბუქებებზე რეგიონებში, ან მთლიანად ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების 290 129 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 251 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3858 ადამიანი.