weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანის მერმა კარდენახში სკოლის რეაბილიტაცია დაათვალიერა

18:59 სამშაბათი, 13 აპრილი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან დალი მინდიაშვილთან ერთად, სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, გაკეთდება გათბობის სისტემა, სველი წერტილები და სათამაშო მოედანი. სკოლის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ღირებულებაც 2 820 794 ლარს შეადგენს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "CMD" ასრულებს, აქტიურად მიმდინარეობს. საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, სოფელ კალაურის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

[R] გურჯაანის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]