weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუმათში აქციის მონაწილეებს რკინის კედელზე ბრახუნი აუკრძალეს  

12:28 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც რიონის ხეობაში შესვლას ითხოვენ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა მოუწოდა, შეეწყვიტათ პოლიციის მიერ რამდენიმე საათის წინ აღმართულ რკინის კედელზე ბრახუნი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროპორციულ ძალას გამოიყენებდნენ.

სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ბრახუნი აგრესიის გამოხატულებაა. მისივე თქმით, ჯებირის აღმართვა პროცესების მშვიდობიანად მართვას ემსახურება.

„ჩემს განხცადებებზე და ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებელი ვარ და გეუბნებით, შეწყვიტეთ ეს აგრესია, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ პროპორციულ ზომებს“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

აქციის ორგანიზატორის და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხელისუფლება ცდილობს ყველანაირად ჩაახშოს მათი პროტესტი და შეზღუდოს გამოხატვის უფლება.

„უკვე აბსოლუტურ აბსურდამდე დავიდა აქაურობა. ცდილობენ ჩვენი სამართლიანი პროტესტი ჩაახშონ ყველანაირი გზით, დღეს უკვე ხმაურიც კი აგვიკრძალეს.

ამ ჯებირზე ჩვენი თანამებრძოლები ხელებს აბრახუნებენ და მათ თქვეს, რომ თუ ეს არ შეწყდება, გამოიყენებენ პროპორციულ ძალას. რა თქმა უნდა, ამის კანონიერი საფუძველი არ არსებობს. ვეუბნებით, რომ წარმოგვიდგინონ კანონი, რის საფუძველზეც არ შეიძლება ჯებირს ხელი დაარტყა. ასეთი კანონი რა თქმა უნდა არ არსებობს, ეს კანონდარღვევა არ არის და შევწყვეტთ“, – განაცხადა გოლეთიანმა.

სოფელ გუმათში, პოლიციის მიერ მოწყობილ ბლოკპოსტთან გამთენიისას რკინის კედელიც აღმართეს. ცოტა ხნის წინ ადგილზე ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებმა რკინის კედელი გადაკვეთის და მის წინ, რამდენიმე რიგად განლაგდნენ. პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები ესროლეს და აგრესიას გამოხატავდნენ. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მირზა ნოზაძემ განაცხადა, რომ ბოთლი პოლიციის მიერ შეგზავნილმა პროვოკატორმა ისროლა. 

„ჩვენი პროტესტი არ ყოფილა აგრესიული. როგორც ჩანს, შეწუხდნენ რკინის ჯებირის, პროტესტის ხმით. სამხარეოს უფროსმა მოგვთხოვა, რომ შეგვეწყვიტა კედელზე დოლის დაკვრა. კანონიერ მოთხოვნებს ვემორჩილებით. თუ სამხარეოს პოლიციის უფროსი თვლის, რომ ჩვენი ქმედება არის აგრესია, მოძებნოს მუხლი კონსტიტუციაში, რომ ჩვენი ქმედება აგრესიულია. ვუთხაით, თუ დაგვიმტკიცებთ, შევწყვეტთ და გავარძლებეთ სხვა ფორმით პროტესტს, ისინი წუხდებიან ჩვენი აქ ყოფნით, ჩვენი პროტესტით. არ დავუშვებთ მშვიდობიანი პროტესტის შეწყვეტას“, – ამბობს მირზა ნოზაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]