weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიონის ხეობაში დაძაბულობა შემაშფოთებელია, აუცილებელია დიალოგი – საპატრიარქო

15:37 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ყველა მხარეს სთხოვს, პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას შეუწყოს ხელი.

„შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას. პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

რიონის ხეობის მცხოვრებლები თითქმის ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას და ითხოვენ, რომ ამ პროექტზე უარი ითქვას და აღარ განხორციელდეს. წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციის დახმარებით კომპანიამ ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხეობიდან გააძევეს პროტესტის მონაწილეები, აიღეს მათი კარვები, პროტესტის ადგილი კი ისე გადათხარეს, რომ იქ შეკრება შეუძლებელია. მოქალაქეები რამდენიმე დღეა ხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათში მოწყობილ პოლიციის ბლოკპოსტთან დგანან და უშედეგოდ ითხოვენ ნამოხვანისკენ გადაადგილებას. დღეს პოლიციამ მათ წინ რკინის კედელიც აღმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]