weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

როცა დადებითობის მაჩვენებლი 4%-ს ასცდება, უნდა დავიწყოთ „ლოქდაუნზე“ საუბარი – ტიკარაძე

16:27 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების 7 დღის დადებითობის მაჩვენებლის 4%-მდე ასვლის შემთხვევაში, მთავრობამ ლოქდაუნზესაუბარი უნდა დაიწყოს.

როგორც ტიკარაძე ამბობს, ამ ჯერჯერობით მიმინარეობს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება.

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა. დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4%-ს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ „ლოქდაუნზე“ საუბარი, დახურვებზე საუბარი, შემდეგ გამკაცრებებზე საუბარი. ეს რისკი არის ძალიან მაღალი დღესდღეობით.

ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით ხდება კვლავ ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება. ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი. ვინაიდან, ჩვენი სურვილია, სწორედ ეფექტიანი მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, ვინაიდან ვიცით, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში.

დღეს, 24 საათში ჩატარებული 35 863 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი 37 524 ტესტით 1374 დადებითი შემთხვევა დადასტურდა. 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.03%-ია, ბოლო 14 დღის – 2.56%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.67%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]