weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თეთრიწყროში X საუკუნის ეკლესია და სამარხები დააზიანეს

16:43 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერონული სააგენტოს ფოტო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერონული სააგენტოს ფოტო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში უნებართვო სამშაოები ჩატარდა, რის შედეგადაც ძეგლი დაზიანებულია.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით პოლიციას მიმართეს და დადგინდება იმ პირთა ჯგუფი, რომლის ინიციატივით დაწყებულ უნებართვო სამუშაოებს X საუკუნის დარბაზული ეკლესიის უხეში ხელყოფა მოჰყვა.

„სააგენტოს ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ტაძრის პერიმეტრზე მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო არქეოლოგიურმა ფენებმა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პერიმეტრზე მოთხრილი მიწის ფენაში დაიმტვრა ეკლესიის საპირე წყობის ქვები და სამარხები. დაზიანდა ჯვრის ბაზალტის ბაზისიც. დაფიქსირდა გათხრილი სამარხებიდან უსისტემოდ ამოღებული ანთროპოლოგიური მასალა და უნებართვო სამუშაოებისას დატეხილი განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკული ნაწარმი.

მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო ტაძრის სტრუქტურამაც. საძირკვლის ფენამდე მოჭრილი მიწის შედეგად დეგრადირდა ეკლესიის კედელი“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერონულ სააგენტოში.

უწყების ცნობით, დაზიანებების გამომსასწოებელი ქმედებები მას შემდეგ განისაზღვრებამ რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ინსპექციის სამსახურის სპეციალისტები ძეგლის დაზიანების ხარისხს შეაფასებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]