weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ქუთაისის ცენტრში გაათევენ

17:20 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სოფელ გუმათიდან საპროტესტო მოძრაობის ლიდერები მივიდნენ და მხარდამჭერებს მიმართეს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს შესთავაზა, მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ ქალაქის ცენტრში.

„თუ იქნება თქვენი ნება-სურვილი, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ხელისუფლებას და დღევანდელი ღამე დავრჩეთ აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს გამოვაცხადოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესრულებული ჩვენი ნება, არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე.ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ მთელი ქალაქი“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მან აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა: „ძაია გამოყენება ცვენ არ გვჭირდება, ჩვენი ძალა ჩვენი ერთობაა“. 

საპროტესტო მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი მაკა სულაძე აქციაზე გამოსვლისას გამოეხმაურა სოფელ გუმათში, გამთენიისას პოლიციის მიერ რკინის კედლის აღმართვას:

„როგორც კი თვალი გავახილე, დავინახე კედელი ჩემსა და ჩემს კერას შორის და შემახსენა ხელისუფლებამ, რომ დღეს დასაცავი გვაქვს ენა, მამული, სარწმუნოება.

როგორ ბედავს გადაგვიღობოს სავალი გზები და გვითხრას, რომ 100 წელი ვერ გავივლთ – იდექით მშვიდად, ხმა არ გაიღოთ არაფერზე, აგრესია არ გამოხატოთ და 100 წლის შემდეგ გაგიხსნით საზღვრებს და ლაღად იარეთო. ვერ ეღირსებით! ეს საზღვარი ჩვენსა და თქვენ შორის არის და არასდროს არ მოიშლება, აქეთ არის ქართველი ერი და იქით გამყიდველი ხელისუფლება, ერის მოღალატე, მიწის გამყიდველი. ჩვენ ვერავინ დაგვიწესებს საზღვარს, რადგან თავისუფალი და ღირსეული ერი ვართ“, – თქვა მაკა სულაძემ.

რიონის ხეობის მცხოვრებლები თითქმის ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს და ითხოვენ, რომ ხეობა ინესტორმა კომპანიამ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციის დახმარებით, 3 აპრილს კომპანიამ ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხეობიდან გამოაძევეს პროტესტის მონაწილეები, აიღეს მათი კარვები, პროტესტის ადგილი კი გადათხარეს ისე, რომ იქ კარვის გაშლა შეუძლებელია. მოქალაქეები რამდენიმე დღეა, ხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათში მოწყობილ პოლიციის ბლოკპოსტთან დგანან და უშედეგოდ ითხოვენ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას. დღეს პოლიციამ მათ წინ რკინის კედელიც აღმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]