weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუმათში აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

10:36 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021

ბათუმში, წუხელ მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა, რეზო წულუკიძე დააკავეს. მათი ახლობლების ინფორმაციით, დაკავება ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ჩხუბს უკავშირდება. მათივე ცნობით, დაკავებულია კიდევ ოთხი ადამიანი.

ძმები წულუკიძეები, მეგობრებთან ერთად, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერად აჭარიდან გუმათში იყვნენ ჩასული. როგორც მათი ახლობლები ამბობენ, დაპირისპირება პროვოკატორებმა მოაწყეს, რასაც მეორე მხარე უარყოფს. ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ავთანდილ ახვლედიანის განცხადებით, მათ აჭარიდან ჩასულებს მოსთხოვეს, აქცია დაეტოვებინათ, ვინაიდან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან არიან დაკავშირებული და იქ ყოფნით აქციის სხვა მონაწილეებს აღიზიანებდნენ.

„წამოვიდნენ აგრესიით, გინებით და სამ ადამიანს ოცდაათმა კაცმა დაგვიწყო შემოსევა“, – ამბობდა ავთანდილ ახვლედიანი მედიასთან.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებიან. ისინი ქუთაისში არიან გადაყვანილი.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია ექვსი დაკავებულის შესახებ. უწყების ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ქალაქ ბათუმში, 1987 წელს დაბადებული რ.წ., 1993 წელს დაბადებული ფ.წ., 1997 წელს დაბადებული თ.ჭ., 1995 წელს დაბადებული თ.ჭ., 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გამოძიება 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობა) მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]