weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებული სამი პირი პატიმრობაში დატოვა

13:20 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021

ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლის, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება პროკურატურამ მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარე მათი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს გირაოს სთავაზობდა.

სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური 26 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, სანაიას მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ.

„ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვაჟა გიგაური სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სულიკო საყევარაშვილმა ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ“, – განაცხადეს პროკურატურაში.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]