weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

GDI აქტივისტების სისხლის სამართლის წესით დაკავებას ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

13:48 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული იცინიატივა“ გამოხმაურა 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე მოვლენებს, რა დროსაც პოლიციამ მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი მუმლაძე სისხლის სამართლის წესით დააკავა.

GDI-ი მიიჩნევს, რომ პოლიციის ქმედებები მიმართულია შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისაკენ, ხოლო სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება აქტივისტების წინააღმდეგ არის ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

„გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე ხუთი აქტივისტი დააკავა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ. შსს-მ მათ წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დაიწყო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს გიორგი მუმლაძე, რომელსაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამდენად, ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას აქტივისტთა წინააღმდეგ, თუმცა იგი აღარ სჯერდება ადმინისტრაციულ მექანიზმებს და ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის ყველაზე მკაცრ ზომას, სისხლისსამართლებრივ დევნას მიმართავს, რასაც ადასტურებს გიორგი მუმლაძის დაკავება.

გასათვალისწინებელია, რომ დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება შეფასდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული და სისხლის სამართლის ნორმის ამგვარი განმარტება თვითნებურია“, – აცხადებს GDI.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი არაა არცერთი შემთხვევა, როდესაც უკანასკნელ წლებში პოლიციელების მხრიდან აქციებზე ძალის გამოყენების გამო, რომელიმე სამართალდამცავმა აგო პასუხი.

„ეს განსაკუთრებით ეხება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს. ამდენად, იმ ფონზე როდესაც პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო შემთხვევებში სახელმწიფოს სათანადო რეაგირება არ აქვს, ორმაგად პრობლემურია სისხლის სამართლის ნორმის თვითნებური განმარტების საფუძველზე სამოქალაქო აქტივისტების სისხლისსამართლებრივი დევნა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და რეპრესიული პოლიტიკის გატარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მათ მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო და იმოქმედოს კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]