კურიერები ფილარომონიდან პარლამენტის მიმართულოებით დაიძვრებიან და ასე გამოხატავენ საკუთარ პროტესტსა და მხარდაჭერას.
რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას თითქმის ექვსი თვეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ეწინააღმდეგება. პარალელურად, მათ, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვები ერთი წელია სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.
ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ იძულებით შეჩერებული სამუშაოები 3 აპრილს, პროტესტის ფონზე, პოლიციის დახმარებით განაახლა. 11 აპრილს, პოლიციამ ნამოხვანში გაშლილი კარვები აიღო, აქტივისტები კი გამოაძევა. მას შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში დგანან, სადაც პოლიციას ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი და ნამოხვანისკენ გზას რკინის კედლით ბლოკავს. მოქალქეები ითხოვენ სოფელ ნამოხვანში შესვლის და იქ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების უფლებას.