weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აქტივისტი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციელმა თვალთან ხელბორკილი ჩაარტყა

15:27 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, დავით კაპანაძე აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კაპანაძის მტკიცებით, პოლიციის ავტომობილში ჩასმის შემდეგ, სახეში, კერძოდ, თვალის მიდამოში ხელბორკილი ჩაარტყეს.

დავით კაპანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ იმ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მოძრაობა „საქართველისთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის დაკავებას აპოროტესტებდნენ.

„მივედით გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე, რის შემდეგაც დამაკავეს და პოლიციის მანქანაში ჩამაგდეს ძალის გამოყენებით, შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში“, – ამბობს დავით კაპანაძე, რომელიც ხელწერილის საფუზველზეა გათავისუფლებული.

მისივე თქმით, მოძალადე პოლიციელის ამოცნობა შეუძლია და ის კამერითაც იქნება დაფიქსირებული.

გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე სულ 10 ადამიანი დააკავეს. რაც შეეხება თავად მამალაძეს, ის რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]