ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის ორგანიზატორები კატეგორიულად ემიჯნებიან ყველანაირ ძალადობას და დაპირისპირების შემთხვევაში, მშვიდობიანი მონაწილეები სხვა ადგილზე გადაინაცვლებენ – დატოვებენ იმ ხალხს, ვინც გუმათში „საჩხუბრად არის ჩასული“.
„რადგან ვხედავთ, რომ სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე, ცოტა ხნის წინ მივმართეთ პოლიციის უფროსს და ვუთხარით, რომ შეიძლება მოხდეს დაპირისპირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად მათი, ხელისფლების ინტერესია. თუ, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ, ამ ადგილზე მოვლენ, დაუპირისპირდბიან ერთმანეთს, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში“, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, პოლიცია არ აპირებს სიტუაციის გაკონტროლებას: „შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათაც წინასწარ აქვთ შესაძლო დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია, ამიტომ თვითონვე შორს დაიჭერეს თავი. ჩვენ გავემიჯნებით მთელ ამ პროცესს და დარჩებიან პირისპირ იმ ჩამოსულ ჯგუფებთან ერთად, რომლებსაც თვითონ არ გააკონტროლებენ“.
დღეს სოფელ გუმათში ულტრანაციონალისტური გაერთიანება „ქართული მარშის“ წევრები მივიდნენ. აქციაზე მიდის ბლოგერი დომენიკ მანგოც, რომელიც „ქართული მარშს“ აკრიტიკებს ხოლმე.