weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

თუ მივიღებთ რადიკალურ პრევენციულ ზომებს, მე-3 ტალღის აცილების შანსი გვაქვს – ცერცვაძე

17:09 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, კორონავირუსის მესამე ტალღა თავიდან აიცილოს.

„ჩვენთან ჯერ არ არის სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა. თუ გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკას, მის ჯანდაცვის სექტორს, მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობას და ხელს შეუშლის ქვეყანას, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას - თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, გამოვიჩენთ ნებისყოფას და გადავდგამთ რადიკალურ პრევენციულ ზომებს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესმე ტალღა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღეს საქართელოში კორონავირუსით ინფიცირების 1030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.14%-ია. დღეისთვის ქვეყანაში ინფიცირების 8921 აქტიური, მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 2616 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]