weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თუ ვისაუბრებთ დიალოგის გაგრძელებაზე, პოლიცია უნდა გამოლაგდეს ხეობიდან – გოლეთიანი

20:35 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021
ფოტო © მარიამ ნიკურაძე/OC Media ფოტო © მარიამ ნიკურაძე/OC Media

ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. მოძრაობიდან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ შეხვედრაზე ვარლამ გოლეთიანი, მირზა ნოზაძე, მარტა მუსელიანი და მაკა სულაძე შევიდნენ. ისინი ადმინისტრაციის გარეთ შეკრებილმა ასობით ადამიანმა ტაშით გააცილა.

მანამდე ვარლამ გოლეთიანმა მედიასთან განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ სამომავლო ურთიერთობის ტექნიკურ მხარეებზე და ვერ იქნება განხილული ჰესის არ აშენების საკითხი.

„საუბარი, რა თქმა უნდა, არ იქნება შინაარსობრივი იმ თვალსაზრისით, რომ არ ვისაუბრებთ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე. საპატრიარქოს მოწოდებაც იყო, რომ მხარეები დამსხდარიყვნენ დიალოგზე, ამიტომ ტექნიკურ დეტალებზე შევთანხმდებით - თუ გაგრძელდება დიალოგი, რა ფორმატში უნდა გაგრძელდეს.

ჩვენს მოლოდინებს ვსაზღვრავთ გუმათში არსებული მდომარეობით და ვიცით, იქ რა მდგომარეობაა. დღეს იქ პოლიცია გამაგრდა, დამატებითი კარვები გაშალეს და როგორც ჩანს, წასვლას არ აპირებენ, ამიტომ გვრჩება განცდა, რომ არ აპირებენ ჩვენს მიმართ არსებული რეპრესიული დამოკიდებულების მოშლას.

თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, დიალოგის სივრცეს ვერ ვხედავთ. თუ ვისაუბრებთ იმაზე, გაგრძელდება თუ არა დიალოგი ხვალ და ზეგ, პოლიცია უნდა გამოლაგდეს ხეობიდან. ეს არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, უარი მიიღეს შეხვედრაზე ჟურნალისტების დაშვებაზე, თუმცა შეხვედრას თავად გადაიღებენ და მას სოციალურ ქსელში მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გვერდზე გამოაქვეყნებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]