weather cur horoscope tv
მაისი 08, 2021

იგრძნობოდა დათმობითი სულისკვეთება – გოლეთიანი მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ  

01:13 პარასკევი, 16 აპრილი 2021 hits 353

„ყველაზე უფრო კარგი ის არის, რომ გადავდივართ, ვფიქრობ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, რადგან არსებობს დათმობითი სულისკვეთება, რომელიც იგრძნობოდა მათი მხრიდან“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხების გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მას შემდეგ, რაც ქუთაისში, მთავრობის წარმომადგენლებთან ოთხსაათიანი შეხვედრა დასრულდა.

გოლეთიანის თქმით, შეხვედრაზე დააყენეს სამი ძირითადი პირობა, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ხელისუფლებასთან შემდგომი დიალოგისთვის სივრცე გაჩნდება.

„სამი პირობა არის ის, რომ: შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია და გამოვიდნენ პოლიციელები, აიღონ რკინის ფარდა; შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები; დავბრუნდეთ სოფელ ნამოხვანში, კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, უნდა დავაბრუნოთ.

ამ პირობებზე ველოდებით მათგან პასუხებს. მათ თქვეს, რომ მოცემულ მომენტში არ შეუძლიათ პასუხის გაცემა, დაკმაყოფილდება თუ არა ჩვენი პირობები. ახლა მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული, რამდენიმე დღე არის ამისთვის საჭირო და პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობა, კოვიდის ფაქტორი დასახელდა მიზეზად, რომ გაეცეს კითხვებს პასუხის. თუ დაკმაყოფილდება სამივე პირობა, შემდეგ შევძლებთ ვიმსჯელოთ სხვა საკითხებზე“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, სოფელ გუმათში პროტესტი გაგრძელდება: „კონსტრუქციული დიალოგის მზაობას იმიტომ ვაცხადებთ, მკაფიოდ დაინახოს საზოგადოებამ, რომ კონსტრუქციულად მივყვებით პროცესს. მოვრიგდებით თუ არა მიწის საკითხზე, ხელშეკრულების სხვადასხვა დეტალებზე - ეს იქნება შემდგომი განხილვის საკითხი“, – განაცხადა გოლეთიანმა.

15 აპრილს, დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ჩავიდა და პროტესტის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მათ შორის, სოზარ სუბარიც იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]