weather cur horoscope tv
მაისი 08, 2021

კორონავირუსის 1077 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 641 – თბილისში

11:42 პარასკევი, 16 აპრილი 2021 hits 96

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ჩატარებული 31 645 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1030 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 1085.

15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.4%-ია, ბოლო 14 დღის – 2.77%, ბოლო 7 დღის კი – 2.04%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1077 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 641, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 109

აჭარა – 97

იმერეთი – 52

ქვემო ქართლი – 44

შიდა ქართლი – 38

კახეთი – 36

მცხეთა-მთიანეთი – 22

გურია – 27

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6

სამცხე-ჯავახეთი – 5

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე ქვეყანასი ინფიცირების 9548 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 6428 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 2720 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1381, აჭარაში – 391, იმერეთში –361;
  • 400 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეისთვის 466 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 87 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 293 321 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 279 831 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3916 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]