15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.4%-ია, ბოლო 14 დღის – 2.77%, ბოლო 7 დღის კი – 2.04%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1077 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 641, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 109
აჭარა – 97
იმერეთი – 52
ქვემო ქართლი – 44
შიდა ქართლი – 38
კახეთი – 36
მცხეთა-მთიანეთი – 22
გურია – 27
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6
სამცხე-ჯავახეთი – 5
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა.
ამ ეტაპზე ქვეყანასი ინფიცირების 9548 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 6428 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 2720 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1381, აჭარაში – 391, იმერეთში –361;
- 400 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
დღეისთვის 466 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 87 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 293 321 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 279 831 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3916 ადამიანი.