weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შუახევში 3 საცხოვრებელი სახლი და 20-მდე სული პირუტყვი დაიწვა

13:06 პარასკევი, 16 აპრილი 2021

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში, წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულიად დაიწვა სამი სახლი, დამხმარე ნაგებობები და ოცამდე სული პირუტყვი. სამივე სახლი ტარიელაძეებს ეკუთვნოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, დაზარალებული ოჯახი ქირით გადაიყვანეს.

„დაზარალებული ოჯახები გავიყვანეთ ქირით და შემდგომ აჭარის ფონდიდან გაეცემა შესაბამისი დახმარება კომისიური წესით შესწავლის შედეგად“, – უთხრეს „რეგინფოს“ პრესსამსახური.

15 აპრილს, გვიან ღამით ცეცხლი ერთ-ერთ ხის სახლს მოედო, შემდეგ კი გვერდით მდებარე ორ სახლსა და მის დამხმარე ნაგებობებზეც გავრცელდა. უსახლკაროდ 14 ადამიანი დარჩა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]